უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი არ აქვს.
„ტოტალიტარულ ქვეყანაში ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ყოველთვის შეიარაღებული პარტიზანული მოძრაობაა. უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა უკრაინას ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მოგეხსენებათ, ტანკები იყიდება რუსეთის ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში, ხოლო იატაკქვეშა პარტიზანული ჯგუფები კი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.