გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მეორე ვადით აირჩევენ.
შოლცმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი განხეთქილებას იწვევს და რომ ის უარყოფით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებზე, არამედ გერმანიაზეც.
„ვფიქრობ, ამჟამინდელი პრეზიდენტი უკეთესია, ამიტომ მინდა, რომ ხელახლა აირჩიონ. ბაიდენის მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო სამსახურში ნიშნავს, რომ მან ზუსტად იცის, რა უნდა გაკეთდეს მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
„ყველა ადამიანი თუ მხოლოდ ერთმანეთის წინააღმდეგ წავა, მაშინ კარგი მომავალი ვერ იქნება, სწორედ ამიტომ ყოფილი პრეზიდენტი მხარს უჭერს ქვეყანაში დიდ განხეთქილებას“, - განაცხადა შოლცმა.