logo_geo
eng_logo
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ლონდონში იმყოფება
- +

23 მაისი. 2023. 11:23

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთს ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ტობიას ელვუდს და საგარეო პოლიტიკის პარტიათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელს, ლიზა კამერონს შეხვდნენ. შეხვედრა ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

განხილვის მთავარ საკითხებს შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარება და საქართველოს სამშვიდობო როლი, საშინაო საკითხები, ოკუპაცია, უსაფრთხოების გარემო  და რუსეთიდან მომდინარე პროვოკაციები და ჰიბრიდული საფრთხეები წარმოადგენდა.

 

შეხვედრისას ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

 

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა NATO-ს მომდევნო სამიტზე და საქართველოს საკითხის აქტუალობის მნიშვნელობაზე.

 

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, NATO- მომდევნო სამიტზე და  დიდ ბრიტანეთის მნიშვნელოვან როლზე ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

თემთა პალატის საგარეო პოლიტიკის პარტიათაშორის ჯგუფის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ბრიტანეთის მთავრობასთან ლობირებაზე ისაუბრეს. განიხილეს საგანმანათლებლო პროექტების გაძლიერების, კიბერ და ციფრული განვითარების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების საკითხები.

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ამ კუთხით მიღწეული პროგრესი და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორებს მივაწოდეთ ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების პროცესში მიღწეულ პროგრესზე და ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის  პროცესის წარმატების გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი და ხათუნა სამნიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner