logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე ელენე ხოშტარიაზე: ის ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოსდა ადგილი აქვს სანქციებისთვის გვერდის ავლას
- +

23 მაისი. 2023. 12:31

 

 

„დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია „ტვიტერში“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ თითქოს ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის, მიმდინარე წლის აპრილიდან, ტვირთების რეგულარული გადაზიდვები აღდგა.

 

„დროას“ ლიდერი ასევე წერს, რომ საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლასაც აღადგენს. ხოშტარიას სიცრუის პროპაგანდაში მმართველი გუნდის ლიდერები ამხელენ.

 

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხოშტარიას გააზრებული აქვს, რომ სიმართლესთან შეუსაბამო განცხადებას ავრცელებს. მისივე თქმით, „დროას“ ლიდერის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სისხლიანი რევოლუციის მოწყობის მცდელობაა.

 

„მას გადასარევად ესმის, რომ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც სინამდვილესთან შეუსაბამოა - ატყუებს საზოგადოებას, რომ თითქოსდა ადგილი აქვს სანქციებისთვის გვერდის ავლას და ა.შ. სავარაუდოდ ეს არის მიზეზი, რომ საქართველოში რაღაცნაირად შექმნა ისეთი მდგომარეობა, როდესაც დაძაბულობა იმდენად რთულ მასშტაბს მიაღწევს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გარკვეული ნიადაგის მომზადება თუნდაც სისხლიანი რევოლუციების სცენარის გათამაშებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკასთან“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner