„როდესაც ეროვნულობის სარჩულით ცდილობენ აქციების ორგანიზებას ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე არაეროვნული ქმედებებით გამოირჩევიან, ცხადია, მათ საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა არ ექნებათ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„პირიქით, ამით მათ ფარისევლობას კიდევ უფრო მეტად დაინახავს ჩვენი საზოგადოება. ამ არშემდგარ აქციებში სწორედ ის გამოჩნდა, რაც ბუმერანგივით ძალიან მძიმედ დაუბრუნდა რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.