logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: შეშფოთების საგანი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან საკითხი ეხება უბრალო ადამიანების - ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების მიმოსვლას
- +

23 მაისი. 2023. 13:10

 

 

შეშფოთების საგანი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან საკითხი ეხება უბრალო ადამიანების - ჩვენი მოქალაქეებისა და თანამემამულეების მიმოსვლას, რაც მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

 

მისივე განმარტებით, ეს სანქციები თავის დროზე რუსეთმა ცალმხრივად დააწესა და ახლაც ცალმხრივად გააუქმა.

 

„ჩვენთვის პირველ რიგში პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების ინტერესი. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხალხს და გაუგებარი და მიუღებელია ის მოთხოვნა, რომელიც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, როდესაც ისინი მოგვიწოდებენ, რომ სანქციები დავუწესოთ ჩვენს მოქალაქეებს. არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს - ევროკავშირსა და აშშ-ს, ახლა რაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს არის მხარდაჭერა და გადავადების გარეშე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამართლიანად აქვს დამსახურებული“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner