logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი „დროასა“ და „გირჩზე“: დონორები, რომელთა ფულითაც ხდება საქართველოში ექსტრემიზმის წახალისება, მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციებს გაემიჯნონ
- +

23 მაისი. 2023. 13:17

 

 

„დროას“, „გირჩისა“ და „სირცხვილიას“ დანიშნულება არის არეულობის წაქეზება. ამ ორგანიზაციებს აქვთ მარგინალური მხარდაჭერა საზოგადოებაში და მათი როგორც საარჩევნო შედეგით, ისე სხვა მხრივ მხარდაჭერა გასაგებია რაც არის. პრობლემა ისაა, რომ ეს ჯგუფები ფინანსდებიან საქართველოს საზღვრებს გარედან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენ ვნახეთ „გირჩის“ შემთხვევაში, რომ დაფინანსება ხდება კანონმდებლობის გვერდის ავლით, როგორც ჩანს ყალბი „ენჯეოების“ გამოყენებით. „დროასაც“ აქვს ზუსტად ისეთივე სქემა, აქვს ყალბი „ენჯეო“ და პირდაპირ პარტიაში საზღვარგარეთიდან შედის ფული. ამ სიტუაციის მთელი პარადოქსი ისაა, რომ ეს ფული არის სხვადასხვა წყაროდან. ეს არის როგორც კეზერაშვილისგან, ისე რუსეთიდან დაფინანსება. მათი საქმიანობის ძირითადი მიზანი არის არეულობის მოწყობა, რადიკალიზმი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დონორებმა, რომლის ფულითაც ხდება საქართველოში ექსტრემიზმის წახალისება, ეს დონორები ამ ორგანიზაციებს გაემიჯნონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner