logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა
- +

23 მაისი. 2023. 13:45

 

 

საქართველოს პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციის წევრებს შეხვდა.

 

მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, მათ შორის, საპარლამენტო კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე, ასევე ევროინტეგრაციაზე.

 

„ვისაუბრეთ ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით არსებულ დინამიკაზე, ასევე განვიხილეთ ჩეხეთის რესპუბლიკის და საქართველოს რეგიონებს შორის ურთიერთკავშირების შესაძლებლობა. ყურადღება ასევე  დაეთმო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის  საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ მათ აღგვითქვეს მხარდაჭერის პირობა -  ჩეხეთი მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა.

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: თეონა აქუბარდია, გელა სამხარაული, ლევან ქარუმიძე და გრეტა წიწავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner