logo_geo
eng_logo
სალამურის დიდოსტატის, ომარ კელაპტრიშვილის სახელ-მუზეუმის ეზო კასპის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა
- +

23 მაისი. 2023. 13:59

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში,  სალამურის დიდოსტატის ომარ კელაპტრიშვილის სახელ-მუზეუმის ეზოს და ფასადის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან აჩიკო გიგოლაშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტიდან გამომდინარე მუზეუმის შესასვლელში მოეწყო ბეტონის საფარი,   ხოლო ეზოს მხარეს იგება დეკორატიული ფილები. პარალელურად მიმდინარეობს გარე ფასადის შეღებვის წინა მოსამზადებელი  სამუშაოებიც.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინ/მეწარმე დავით კოშაძე ახორციელებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15 870 ლარის ფარგლებში ფინანსდება.

 

საქართველოს სახალხო არტისტს, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატს, პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელ ომარ კელაპტრიშვილს  დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner