logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ თავდაღმართში
- +

23 მაისი. 2023. 14:34

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტია არის გაკოტრებული და მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილი დაკარგა.

 

„პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“] არის პოლიტიკურ თავდაღმართში. მან დაკარგა მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილი. ის, რაც შიგნით ხდება, პირდაპირ მიუთითებს, რომ პარტია არის გაკოტრებული, მათ არ აქვთ მომავლის გეგმა, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები და დაკავებული არიან დესტრუქციული პროცესებით, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია მოქალაქეების საჭიროებებს, ქვეყნის ინტერესებს. სწორედ ამიტომ, 2024 წელს ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა გადახედონ პოლიტიკურ სპექტრს და მისცენ საშუალება ახალ პარტიებს, რომლებიც ბევრად მეტად არიან ორიენტირებული მათ საჭიროებებზე",- განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner