logo_geo
eng_logo
23 მაისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- +

23 მაისი. 2023. 15:29

 

 

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 23 მაისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

 

კოტე აფხაზისა  და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე.  ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით.

 

შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერიამდე“ და უკუმიმართულებით.

 

N350, N371 და N344 ავტობუსები და  N547 მიკროავტობუსი კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. შემდეგ, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გადაადგილებას შეძლებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“, რის შემდეგ მობრუნდება სავაჭრო ცენტრ „გალერიასთან“ და  ბარათაშვილის ქუჩას გიორგი ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძისა სახელობის ქუჩების და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება, შემდეგ კი გზას დადგენილი სქემის მიხედვით გააგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner