logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს - რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა
- +

23 მაისი. 2023. 16:55

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსთან - რაჟდენ კუპრაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიუროს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

 

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე - თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მუდმივად ხდება ანტიკორუფციული მიმართულებით თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება.

 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობისმნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner