ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, მიმდინარე წელს, 104 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.
კერძოდ, განცხადებების განხილვის შედეგად, სხვა სამუშაოებთან ერთად, ლიფტები 53 მისამართზე, წყალარინების ქსელები - 14 მისამართზე რეაბილიტირდა, კორპუსების სახურავები - 12 მისამართზე მოეწყო, 3 მისამართზე კი, წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, 3 მისამართზე კორპუსების სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია მოხდა, 4 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, 4 მისამართზე კი სადარბაზოს კარი გამოიცვალა.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოს განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5% - 10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.