logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება
- +

23 მაისი. 2023. 17:48

 

 

შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილი ორი არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესის შედეგად, საზოგადოება და ევროპა დაინახავს, თუ რამდენად პასუხისმგებლობიანად მოეკიდება ოპოზიცია საკითხს.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე 4 კანდიდატია დარჩენილი, საიდანაც 2 უნდა შეირჩეს. ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით რაიმე არსებითი შენიშვნა და კრიტიკა ვერ მოვისმინე ისევე, როგორც იმ 3 ადამიანთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ავირჩიეთ. შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება. ახლა მთელი საზოგადოება და მათ შორის ევროპაც შევხედავთ, თუ რამდენად პასუხისმგებლობიანად მოეკიდება ოპოზიცია საკითხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად მესამე ტურის გამართვა მომავალი სასესიო კვირის დღის წესრიგშია ასახული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner