ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს ევროპა გვთავაზობს - ან ჩემთან იყავით, ან დაემონეთ რუსეთს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას.
„ასეთი რამ არ დგას დღის წესრიგში. ფადი ასლი არ არის ერთადერთი და მან მხოლოდ გაახმოვანა გარკვეულ წრეში ეს პროპაგანდისტული სიბინძურე“, - აღნიშნავს ვოლსკი.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსეილში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.