logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ფადი ასლის განცხადებაზე: ის იმგვარად წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს ევროპა გვთავაზობს - ან ჩემთან იყავით, ან დაემონეთ რუსეთსო. ასეთი რამ არ დგას დღის წესრიგში
- +

23 მაისი. 2023. 21:45

 

ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს ევროპა გვთავაზობს - ან ჩემთან იყავით, ან დაემონეთ რუსეთს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას.

„ასეთი რამ არ დგას დღის წესრიგში. ფადი ასლი არ არის ერთადერთი და მან მხოლოდ გაახმოვანა გარკვეულ წრეში ეს პროპაგანდისტული სიბინძურე“, - აღნიშნავს ვოლსკი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსეილში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner