logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე შვეიცარიის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
- +

23 მაისი. 2023. 21:46

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე შვეიცარიის ფედერალურ ასამბლეაში, ზედა პალატის(ეროვნული საბჭოს) მეცნიერების, განათლების და კულტურის კომისიის პრეზიდენტს, ფაბიენ ფივაზს შეხვდა.

შეხვედრაზე კულტურის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციის საკითხზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო კულტურული ფონდების არსებობის მნიშვნელობასა და გამოცდილების გაზიარებაზე.

„შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატის განათლებისა და კულტურის კომისიის პრეზიდენტ ფაბიენ ფივაზთან ასევე ვისაუბრეთ სახელოვნებო განათლების რეფორმების მნიშვნელობასა და ხელოვნების ინდუსტრიების განვითარების თანამედროვე მექანიზმებზე“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში და ლიხტენშტაინის სამთავროში რევაზ ლომინაძე ესწრებოდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner