ავტორი ანა ფერაძე
ბორჯომი-ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან" გედევან ფოფხაძემ „რეპორტიორთან" საუბარში გუშინ, ირმა ინაშვილის მიერ „ობიექტივის" ეთერში გამაუპატიურებლის ვიდეოინტერვიუზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე ციხეებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალ. „თავისუფლების აღკვეთა არ უნდა ნიშნავდეს,რომ პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
„ბოლო 4 წლის მანძილზე პენიტენციარულ სისტემაში დიდი ცვლილებები მოხდა. ჯანდაცვის, კვების კუთხით. გლდანში აშენდა ახალი საავადმყოფო, რომელიც ძალიან მაღალ დონეზეა მოწესრიგებული.
გლდანში, რუსთავში, ქსანში, ქუთაისში, სადაც ვყოფილვარ, პირობებთან დაკავშირებით არანაირი საყვედურები პატიმრების მხრიდან არ ყოფილა.
თავისუფლების აღკვეთა არ უნდა ნიშნავდეს, რომ პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობოდნენ. ჩვენ, „ქართული ოცნება", მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საპატიმროებში მსჯავრდებულთა პირობები მაღალ დონეზე იყოს", - განაცხადა გედევან ფოფხძემ.