logo_geo
eng_logo
უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა
- +

24 მაისი. 2023. 10:11

 

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ისტვან ნაგი და უნგრული დელეგაციის  წევრები შპს „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“  საწარმოში  იმყოფებოდნენ. სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმილი საწარმოს ინფრასტრუქტურას და ხილის გადამუშავების მიმდინარე პროცესს უნგრელი მინისტრი და დელეგაციის წევრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად გაეცნენ.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტში  მოქმედი ხილის გადამმუშავებელი საწარმო „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითაა შექმნილი. საწარმოში ჯამურად 1,7 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული, მათ შორის,  სახელმწიფო თანადაფინანსება 500 000  ლარი, ხოლო 500 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

 

კომპანია  სხვადასხვა სახეობის ხილის ჩირს აწარმოებს, რისთვისაც  ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. პროდუქცია საექსპორტოა და გერმანიაში, ბელგიასა და ჰოლანდიაში იყიდება.  

 

უნგრული დელეგაციის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძესთან ერთად,  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთშიც იმყოფებოდნენ, სადაც მეფუტკრე ფერმერ ვლადიმერ ვარდოსანიძის მეურნეობაში ფუტკრის რძის წარმოების პროცესს გაეცნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner