logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: გივი თარგამაძე პოლიციის მანქანების დაწვისკენ მოუწოდებს, ხოლო გიორგი მშვენიერაძე მიტინგზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ინსტრუქციებს იძლევა - ნეოშულავერის „კომიტეტჩიკებო“, რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ
- +

24 მაისი. 2023. 11:12

 

 

„ნაცსექტის სამარცხვინო „ლუზერები“ კიდევ ერთხელ აყიყინდნენ ე.წ. მშვიდობიან პროტესტზე. ეჭვი მეპარება, რომ ტოტალურად გაუნათლებლის გარდა, ვინმე იჯერებდეს ამ უგვანოთა პატრიოტულ, არაძალმომრეობით ზრახვებზე“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გივი თარგამაძის მიერ „ტვ პირველში“ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში პოლიციის ერთი მანქანა დაიწვა მაშინ, როცა ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ.

 

აბაშიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მარგინალობის რეკორდულ ნიშნულზეა, თუმცა, საგარეო სპონსორებისგან დაფინანსების მოლოდინში იმედს მაინც არ კარგავენ.

 

„ნაცსექტის სამარცხვინო „ლუზერები“ კიდევ ერთხელ აყიყინდნენ ე.წ. მშვიდობიან პროტესტზე. ეჭვი მეპარება, რომ ტოტალურად გაუნათლებლის გარდა, ვინმე იჯერებდეს ამ უგვანოთა პატრიოტულ, არაძალმომრეობით ზრახვებზე. გივი თარგამაძე პოლიციის მანქანების დაწვისკენ მოუწოდებს, ხოლო გიორგი მშვენიერაძე TikTok-ში, მიტინგზე პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ინსტრუქციებს იძლევა. ნეოშულავერის „კომიტეტჩიკებო“, რაც გინახავთ, ვეღარ ნახავთ! ტყუილად ფართხალებთ მორიგი ე.წ. რევოლუციის მოლოდინში. მარგინალობის რეკორდულ ნიშნულებზე არიან და მაინც იმედიანად არიან. ცხადია, საგარეო სპონსორების მორიგ „ინექციებს“ ელიან. თუმცა, ფუჭია ობსტრუქცია, როცა თითით საჩვენებელი, დასაცინი „აუტსაიდერი“ ხარ“, - წერს გია აბაშიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner