logo_geo
eng_logo
გიორგი გაფრინდაშვილი: თუ ჩემს მიმართ გამოთქმული ბრალდებები დადასტურდება, საჯარო სამსახურშიც არ ვიმუშავებ!
- +

10 მარტი. 2016. 17:09



თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი უნივერსიტეტში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ის მოუწოდებს სტუდენტებს, რომ თავი შეიკავონ თსუ-ს 1 კორპუსში მისვლისგან, რადგან გარკვეულმა ძალებმა ეს პროცესი შესაძლოა, სათავისოდ გამოიყენონ და ვითარება დაძაბონ.


როგორც გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები დადასტურდება, ის არათუ უნივერსიტეტში, არამედ საჯარო სამსახურშიც კი არ იმუშავებს.

 

„თუ მოხდება რომელიმე იმ ბრალდების დადასტურება, რომელიც ისმის ჩემს მიმართ, მზად ვარ, არათუ უნივერსიტეტში, არამედ საჯარო სამსახურშიც კი არ ვიმუშავო ჩემი სიცოცხლის მანძილზე. მინდა, რომ მოვუწოდო სტუდენტებს, ჩემს მხარდამჭერ ადამიანებს, თავი შეიკავონ პირველ კორპუსში მოსვლისგან, რადგან ეს პროცესი, ძალებმა, რომლებსაც არ სურთ უნივერსიტეტში ჯანსაღი პროცესების წარმართვა, შეიძლება ცუდად გამოიყენონ და მოხდეს დაპირისპირება", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner