logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: საკუთარ თავს „ცენტრისტებად“ მოიხსენიებენ დაცენტრილი ადამიანები
- +

3 სექტემბერი. 2016. 13:15



„მივედით იქამდე, რომ საკუთარ თავს „ცენტრისტებად" მოიხსენიებენ დაცენტრილი ადამიანები, რომლებიც მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევიან",- ამ სიტყვებით აფასებს „ცენტრისტების" საარჩევნო კლიპს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი „კვირის პალიტრასთან" საუბრისას.


ცისკარიშვილის განცხადებით, „ცენტრისტები"უფრო მკაცრად უნდა დაისაჯონ.


„ჯერჯერობით, რა სამართლებრივი ნაბიჯებიც გადაიდგა, შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თვით, ეს მოღალატეები საქართველოს მტრები, უფრო შესაბამისად უნდა ისჯებოდნენ.

ეს არ იყო შფოთვის შემცველი ერთადერთი თემა, რომელიც შემოაგდეს და რაც რუსულ ინტერესებს ემსახურება. ამგვარი პროვოკაციული თემებით კიდევ ეცდებიან ვითარების დაძაბვას",- განაცხადა ცისკარიშვილმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner