logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძეს: შენზე დიდი მატრაკვეცა და ქარაქუცა ვინ არის, მიდი, თუ ვაჟკაცი ხარ, გამოდი და იმოქმედე
- +

24 მაისი. 2023. 12:39

 

 

„ბოინის“ ძაღლივით რომ გვაშინებ, თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და „დალნი ვასტოკიც“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ-მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

 

„აჰაა, ბაჯაღლოც გამოგორდა... ჯერ ერთი, „ბოინის“ ძაღლივით რომ გვაშინებ, თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და „დალნი ვასტოკიც“... მთელი ცხოვრება სხვის ხარჯზე რომ გინდა გაატარო, იმიტომაც ხარ „ლუზერი“. ვის მოუწოდებ, საზარბაზნე ხორცებად რომ გაიხადეთ აქტივისტები, იმათ?! შენზე დიდი მატრაკვეცა და ქარაქუცა ვინ არის, მიდი, თუ ვაჟკაცი ხარ, გამოდი და იმოქმედე, ოღონდ მერე ლუღლუღი არ იყოს, დინგში თუ მოგხვდება,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner