logo_geo
eng_logo
ანტონ ობოლაშვილი: სამცხე-ჯავახეთში პარტიული კონფერენციები ორი დღის განმავლობაში გაიმართება
- +

24 მაისი. 2023. 12:46

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანტონ ობოლაშვილის თქმით, სამცხე-ჯავახეთში გამართულ პარტიულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს აირჩევენ.

 

„სამცხე-ჯავახეთში პარტიული კონფერენციები ორი დღის განმავლობაში გაიმართება. დღეს გვექნება ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში, ხვალ კი - ასპინძაში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში. იქნება განხილვები, საუბრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნული იქნება ისიც, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი გამომდინარეობს საქართველოს ინტერესებიდან“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

 

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. კონფერენციები უკვე ჩატარდა აჭარასა და თბილისში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner