logo_geo
eng_logo
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 4 ერთეული სპეციალური ავტოტექნიკა შეემატა
- +

24 მაისი. 2023. 13:18

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 4 ერთეული სპეციალური ავტოტექნიკა შეემატა.

 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს 3 ერთეული სამაშველო მანქანა პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურმა გადასცა.

 

„ერთი თანამედროვე „მაგირუსის“ ფირმის სახანძრო ავტო-ცისტერნა კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა.

 

სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა ქართველ მეხანძრე-მაშველებს გადაეცემათ, რაც გაზრდის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და ავტოპარკის განახლების პროცესს. დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის, ასევე ინფრასტრუქტურის განახლების არაერთი პროექტი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner