logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: 2007-ში დაგვდევდა, სულები უნდა ამოგხადოთო, ახლა კიდე შენობებისა და მანქანების გადაბუგვა მოუნდომებია
- +

24 მაისი. 2023. 14:56

 

 

გივი თარგამაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ-მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“, ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ცხონებული რეზო ამაშუკელი ამაზე ამბობდა, პირი არ აქვს და მაინც ლაპარაკობსო.

 

***

მე კიდე სულ მეჩვენება, რომ კი არ ლაპარაკობს, წყალში გაკუებულივით ბუყბუყებს.

 

გუშინაც იბუყბუყა, აქ ერთი-ორი მანქანა დაიწვა, ეგ რა ბედენაა, ევროპაში უფრო მეტი მანქანები და შენობები იწვის ხოლმეო, ჩვენც უნდა დავწვათო... აბა, როგორ გინდათო?

 

გეყურებათ?

 

2007-ში ინკვიზიტორივით დაგვდევდა, სულები უნდა ამოგხადოთო, ახლა კიდე შენობებისა და მანქანების გადაბუგვა მოუნდომებია.

 

მოუნდომებია რა, სხვებს აქეზებს, პატარა აჯღა-ბაჯღებს, რუსთაველზე რომ გამორეკავენ ხოლმე!

 

***

ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო ეგეთების გარეშე.

 

ამინ“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner