logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: რეალურად, საგარეო კურსის პრობლემას დღეს ვერ ვხედავ
- +

3 სექტემბერი. 2016. 13:16



მთაწმინიდს მაჟორიტარობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „კვირის პალიტრასთან" საუბრისას განაცხადა, რომ კენჭს დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის და ორი სკამისთვის არ იბრძვის.


„დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ, ორი სკამისთვის არ ვიბრძვი. რეალურად, საგარეო კურსის პრობლემას დღეს ვერ ვხედავ, ახლა მთავარი ქვეყნის შიგნიდან განვითარებაა, პირველ რიგში კი, ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლი გვჭირდება. საზოგადოებაში პოლიტიკის მიმართ ნდობა უნდა აღდგეს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართული პოლიტიკა დღეს ე.წ. პროფესიონალ პოლიტიკოსთა საქმე გახდა და საზოგადოება პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერს წყვეტს.


„სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა ე.წ. პროფესიონალ პოლიტიკოსთა საქმე გახდა, საზოგადოება კი პოლიტიკურ ცხოვრებაში, ფაქტობრივად, არაფერს წყვეტს. ვიღაცამ პოლიტიკა და პარლამენტში ყოფნა კარიერადაც კი აქციეს, რასაც ყველა ხელისუფლების მორგებით ახერხებენ.

 

იმედია, მომავალ პარლამენტში ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხებზე, მინიმუმ, თანამშრომლობის პრობლემა არ იქნება", - განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner