logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
- +

24 მაისი. 2023. 15:19

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დიდი ბრიტანეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

 

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ისაუბრეს კიბერუსაფრთხოების ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე. გადაიფარა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სეგმენტის ჩართულობაც და სხვა.

 

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში კავშირები კიდევ უფრო განმტკიცდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner