გივი თარგამაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ-მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“, „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„პოლიტიკის „ფურუნკულები“
ქართული პოლიტიკის ტრაგედია, იცით, რა არის?!
გივი თარგამაძის მსგავსი მოღალატეები რომ არიან ქართული ოპოზიციის სახე და დღესაც უტიფრად ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ!
სამწუხაროდ, როდესაც არჩევანს გთავაზობენ, მეორე მხარეს გივიას მსგავს ყველაფრის მკადრებელი არარაობები დგანან - სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ოპოზიციის დისკრედიტაცია!
ჯერ იყო და ეს ავაზაკი ზვიად გამსახურდიას ესროდა ტყვიას, კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მიტინგებს არბევდა, მშვიდობიანი დემონსტრაციების დახვრეტაში იღებდა მონაწილეობას, პოლიტპატიმრებს აწამებდა, ჯერ ჯაბას უძვრებოდა, შემდეგ კიტოვანს და ბოლოს შევარდნაძეს - უცებ ფერი იცვალა და ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის „შნირი“ გახდა, ყველა სისაძაგლეს ხელს აწერდა, ე.წ. ციხის ბუნტის დროს პატიმრების დახოცვის ბრძანებებს იძლეოდა, საპატიმროებში წამებას და გაუპატიურებას ნერგავდა, 2008 წლის აგვისტოში გენერალ ბორისოვს გორის ცენტრის დაბომბვას თავაზობდა - და დღეს ეს ყველაფრის მკადრებელი ფეკალია კვლავ ქართული ოპოზიციის ავანგარდშია!
დიახ - ეს არის პოლიტიკური ტრაგედია, პოლიტიკის დაბინძურება, ასეთ ავაზაკებთან კოჰაბიტაცია შეცდომა კი არა, დანაშაულია!
თუ კოლექტიურ გივია თარგამაძეებს რევანშის შანსი მიეცათ და ასეთი ტიპის მოღალატეებისგან არ გაიწმინდა საქართველო - ჩვენს ქვეყანას მომავალი არ უწერია!
P.S. ახალგაზრდობაში უზრდელობის გამო ჩემგან „ღრანჭში“ მოხვდა და კი დარჩა მონგრეული. 2003 წელს ხელისუფლებაში რომ მოვიდა - ამ ძველი ბოღმის გამო ჩემს დაპატიმრებას ითხოვდა. ერთზე მწყდება გული - ბოლომდე რომ არ მოვუნგრიე ის მოქცეული „ღრანჭი“, - წერს სანდრო ბრეგაძე.