ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და ამით საქართველოს ეკონომიკაში დამატებითი რესურსი გაჩნდა, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგის მომტანია",- ამის შესახებ „რეპორტიორს" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ძაბირაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის იმპორტ-ექსპორტის ბალანსია მნიშვნელოვანი.
„რაც შეეხება ლარის კურსს, მისი მერყეობა ტურისტების ზრდაზე არ არის დამოკიდებული. სხვა ფაქტორებია უფრო გასათვალისწინებელი. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია გადმორიცხვები, რომელსაც უცხოეთიდან აგზავნიან და იმპორტ-ექსპორტის ბალანსი",-განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში 8 თვეში ტურისტთა რაოდენობა 17.4%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.2%-ით გაიზარდა.