logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: ტურისტების რაოდენობის ზრდა ეკონომიკისთვის დადებითი შედეგის მომტანია
- +

3 სექტემბერი. 2016. 13:20


 

„ის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდა და ამით საქართველოს ეკონომიკაში დამატებითი რესურსი გაჩნდა, რა თქმა უნდა, დადებითი შედეგის მომტანია",- ამის შესახებ „რეპორტიორს" პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.


ძაბირაძემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის იმპორტ-ექსპორტის ბალანსია მნიშვნელოვანი.  


„რაც შეეხება ლარის კურსს, მისი მერყეობა ტურისტების ზრდაზე არ არის დამოკიდებული. სხვა ფაქტორებია უფრო გასათვალისწინებელი. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარია გადმორიცხვები, რომელსაც უცხოეთიდან აგზავნიან და იმპორტ-ექსპორტის ბალანსი",-განაცხადა ძაბირაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში 8 თვეში ტურისტთა რაოდენობა 17.4%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8.2%-ით გაიზარდა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner