logo_geo
eng_logo
ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო
- +

24 მაისი. 2023. 18:30

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დააანონსა. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს. ახალ საცხოვრებელ სახლში სრულად დაკმაყოფილდება ბათუმის ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ყველა ოჯახი.

 

„მძიმე ტრაგედია გამოდგა როგორც ჩემთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბათუმის ტრაგედიის მომსწრე იყო. უნდა გავაგრძელოთ ამ ტრაგედიის მიუხედავად წინ სიარული.

 

იმედი მაქვს, რომ თითოეული ოჯახი ახალ სახლში მშვიდად გააგრძელებს ცხოვრებას. ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 8 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში დასრულდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner