logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: უკრაინის ნატოში ომის დროს გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას
- +

24 მაისი. 2023. 19:56

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ნატოში გაწევრიანებას, სანამ ომი გრძელდება.

ვფიქრობ, ყველამ გააცნობიერა, რომ ომის ფონზე გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. ითხვა მდგომარეობს უფრო იმაში, რა მოხდება, როდესაც ომი დასრულდება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და რომ აღნიშნული საკითხი ნატოს მოკავშირეებისა და უკრაინის გადასაწყვეტია და არა მოსკოვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner