logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: ვუმასპინძლეთ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელთანაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ
- +

24 მაისი. 2023. 20:36

"კიდევ ერთხელ ვუმასპინძლეთ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს, ბატონ ხავიერ კოლომინას, რომელთანაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრესზე ვიმსჯელეთ,"- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებული სწავლებები განიხილეს.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ ის ჩატარებული სწავლებები, რაც 2022 წელს საქართველოში ჩატარდა, რომელთაც ვმასპინძლობთ და ვმონაწილეობთ მიმდინარე წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს, რომ მათთან ერთად, მათი დახმარებით გავაძლიეროთ ჩვენი კიბერუსაფრთხოების საშუალებები. ასევე განვიხილეთ ის პროგრესი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ სხვადასხვა ვალდებულებებში, რაც გვაქვს აღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება. ხავიერ კოლომინა ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner