logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს - ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ „დენით“ გარდაცვლილ ადამიანებს
- +

24 მაისი. 2023. 23:49

 

"ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა თავისუფლებაა, - წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც 26 მაისის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და განმარტავს, რატომ აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა საზეიმო გაფორმებაში.

გენმოდიფიცირებულ უსამშობლოთა ლაქიებს ვერცერთი ჩვენი განმარტება ვერ დააკმაყოფილებს და ვერც გადაარწმუნებს - მათ უბრძანეს „რუსულ პარანოიას“ გადაჰყვნენ ბოლომდე, ფსიქიატრიულ აშლილობამდე. მე არ ვაპირებ მათ ამაში ხელი შევუშალო. მათ მორიგ რუსულ ფობიაზე ყველაზე ვრცელი განმარტება იხილეთ ლინკში. დანარჩენზე სანერვიულო არაფერია - სახალხო დღესასწაული ჩატარდება, რომელშიც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ლაქიები მონაწილეობას არ მიიღებენ.

დამოუკიდებელი საქართველო, მათთვის, როგორც ეშმაზე, საცეცხლურის კმევის ეფექტის ტოლფასია. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მოხდება 26 მაისს - ქალაქში არ დაიღვრება სისხლი, არავის სასიკვდილოდ არ გადაუვლის მანქანა და მეტროს თავზე არ დაალაგებენ „დენით“ გარდაცვლილ ადამიანებს. და ერთიც - ამ დღეს ქვეყანაში პრიორიტეტული არა უკრაინის, არამედ საქართველოს ეროვნული სახელმწიფო დროშა იქნება. ხოლო წლევანდელი დღესასწაულის ოფიციალური თემატიკა - თავისუფლებაა. მათ შორის აგენტოკრატებისა და მათი ლაქიებისაგან“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner