logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ფეიკ-ევროპელებს, რომლებიც შფოთავენ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა არ არისო, ვერანაირად ვერ აუხსნი, რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყოველ წელს სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა ეძლევა
- +

24 მაისი. 2023. 23:52

 

იმ ფეიკ-ევროპელებს, რომლებიც შფოთავენ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა არ არისო, ვერანაირად ვერ აუხსნი,რომ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყოველ წელს სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა ეძლევა, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.

მაგალითისთვის ვიტყვი, რომ შარშან თემა იყო „ევროპისკენ", 2017 წელი ეძღვნებოდა რუსთაველის 850 წლის იუბილეს "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ", წელს არის "თავისუფლების სიყვარულით".

აბა, დაფიქრდით, როგორ უნდა აუხსნა ცალ ფეხზე მდგომ, შიშველ-უკანალიან მონებს, თუ რას ნიშნავს თავისუფლების სიყვარული იმ ხალხისთვის, რომლებიც რუსთაველის ქვეყნიდან არიან.

და ბოლოს - მართლა მაინტერესებს რა შუაშია 26 მაისს ევროკავშირის დროშა. ახლა არ მითხრათ - იქეთ მივისწრაფვითო. ერთხელ ხრუშჩოვმა თქვა - კომუნიზმი ჰორიზონტზეა და იქეთ მივისწრაფვითო. არადა ამ ოხერი ჰორიზონტისკენ რა სისწრაფითაც არ უნდა მიისწრაფოდე, იმ სისწრაფით დაგშორდება“, - წერს გაბრიჭიძე Facebook -ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner