logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: საბერძნეთში როდესაც გააჩერეს, სააკაშვილის იახტა გაჭედილი იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებით
- +

3 სექტემბერი. 2016. 13:26



„სააკაშვილი უძვირფასესი სასტუმროს ნომრებს ქირაობდა, დათქმულ დროზე მის გვერდით აზიელი მოცეკვავე ქალბატონისთვისაც უკვეთავდნენ ნომერს", - ამის შესახებ სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს. მისი თქმით, სააკაშვილი ხალხის ნაძარცვი ფულით დღეს მილიარდერი გახდა და 15 მილიონ დოლარად შეფასებული იახტით მსოფლიოს გარშემო დასეირნობს.




„იყო კიდევ ერთი, სრულიად შიშველი საღებავში ამოისვრებოდა, შემდეგ ტილოზე გორაობდა და რაც ტილოს დააჩნდებოდა, იმას ხელოვნების ნაწარმოებად მიიჩნევდნენ. სააკაშვილმა ვიღაც მასაჟისტს საპრეზიდენტო თვითმფრინავი რომ გაუგზავნა და აქ ჩამოიყვანა, ესეც ცნობილია. ხალხის ნაძარცვი ფულით მილიარდერი გახდა, დღეს მთელ მსოფლიოში 15 მილიონ დოლარად შეფასებული იახტით დასეირნობს. საბერძნეთში როდესაც გააჩერეს, ეს იახტა გაჭედილი იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონებით. ესეც სანდრას მშობლებმა ხომ არ უყიდეს? რაც შეეხება სანდრას - შესაძლოა, მას აქვს თავისი პირადი ცხოვრება და არ აინტერესებს, სააკაშვილი ვის ხვდება ან როგორ დასრულდება მათი შეხვედრა - ნეკნების დამტვრევით, მკერდის დაზიანებით თუ ოპერაციით", - ამბობს პეტრე მამრაძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner