logo_geo
eng_logo
ნინო ფოჩხუა: ადამიანები, რომლებიც აპროტესტებენ ევროპის დროშების არქონას წლევანდელ აღლუმზე, მაშინ სად იყვნენ, როცა ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ცხედრები მაღაზიის სახურავზე იყო შემოდებული?
- +

25 მაისი. 2023. 10:05

 

 

„ვის სჯერა ამ მართლა ქოსატყუილების ან ამ ნაძირლებს რა უფლება აქვთ საერთოდ, ახსენონ 26 მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოპოზიციის ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის სადღესასწაულო დეკორაციებში ევროკავშირის დროშის არარსებობა ქვეყნის კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.

 

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისი მოაწყვეს ან არ გაუპროტესტებიათ იმდროინდელი მოვლენები, არ აქვთ უფლება, დროშების შესახებ ისაუბრონ. ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ „ერთსაათიან ტყუილს“ მთავრობის ადმინისტრაციამ უკვე პასუხი გასცა.

 

„ისევ ერთსაათიანი ტყუილი.

 

ვის სჯერა ამ მართლა ქოსატყუილების ან ამ ნაძირლებს რა უფლება აქვთ საერთოდ, ახსენონ 26 მაისი და საქართველოს დამოუკიდებლობა. დააკვირდით, როგორ აღიზიანებთ ქართული, ეროვნული სიმბოლიკა.

 

რომელ დამოუკიდებლობაზე გველაპარაკებიან, მაშინ როცა თავისი გურუ, უფროსი ბოსების ბრძანებების მონური შემსრულებელი, ქვეყნის საწინააღმდეგო დავალებისაც კი თვალდახუჭული ასრულებდა და დამოუკიდებლობა ახლო მომავალშიც არ ჩანდა?

 

ან მათ მიერ გამართული სამარცხვინო 26 მაისი, ევროპის დროშებით მოფენილი და სისხლის გუბეებზე ჩატარებული აღლუმი. ამ სისხლზე მორბენალი ზუსტად ეს ადამიანები, რომლებიც ახლა აპროტესტებენ ევროპის დროშების არ ქონას წლევანდელ აღლუმზე, მაშინ სად იყვნენ, როცა ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ცხედრები  ჯერ კიდევ მაღაზიის სახურავზე იყო შემოდებული?

 

უკვე გაუსაძლისია ამ ყველაფრის ატანა. გასცა პასუხი მთავრობის ადმინისტრაციამ, აქაც ჩაისვარეს.

 

საქართველოს გზა და მომავალი ევროპისკენაა და რაც არ უნდა უკადრებელი იკადრონ, ვერაფერს შეცვლიან.

 

დიახ, ზუსტად ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება ეს, თან ღირსეულად და არ მათსავით ცალ ფეხზე“, - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner