ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს, თბილისშია.
ნიკოლეიშვილის თქმით, „სირცხვილია“ ერთი მხრივ, აკრიტიკებს ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო, მეორე მხრივ, არაფერს ამბობს ასევე რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ელენე ხოშტარიას შესახებ.
მისივე განცხადებით, „სირცხვილიას“ ვაიპატრიოტული საქციელი საზოგადოებას შეუმჩნეველი არ რჩება.
„თქვენ გგონიათ, რომ ასეთი ყალბი, ვაიპატრიოტული საქციელი საზოგადოებას შეუმჩნეველი რჩება, ბერძენიშვილების ნაშიერებო? იცით როდის დავიჯერებდი თქვენს გულწრფელობას? აი ლიაკა ხოშტარიაც რომ რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ მასთან რომ მეგობრობთ და სხვას კვერცხს ესვრით. ლიაკას რუსულ ფულს სუნი არ აქვს? აი ამიტომ ხართ უსამშობლო მანქურთები“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.