logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი სლოგანით „თავისუფლების სიყვარულით“ გაიმართება - სუვერენიტეტი და თავისუფლება არის ჩვენი უმთავრესი ღირებულება
- +

25 მაისი. 2023. 12:49

 

 

„აქ ხედავთ ევროკავშირის ბანერს? არა? სამაგიეროდ ვხედავთ ხელისუფლებას რომელმაც ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველების სისხლის გუბეებით, მოკლული ადამიანების სახურავზე შემოლაგებით, 800-ზე მეტი დაპატიმრებული ადამიანით მიულოცა... დილისთვის საკუთარი მოქალაქეების სისხლი გადარეცხეს, სამხედრო აღლუმი და კონცერტი ჩაატარეს, ხოლო ჯალათებს ღირსების ორდენები დაკიდეს, ამ დროს, 2 მიცვალებული ისევ სახურავზე იყო შემოდებული“, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, 26 მაისის დეკორაციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროკავშირის დროშების არარსებობა ევროპული კურსიდან გადახვევისკენ მიუთითებს.

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, წლევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი სლოგანით „თავისუფლების სიყვარულით“ გაიმართება

 

„აქ ხედავთ ევროკავშირის ბანერს? არა? სამაგიეროდ ვხედავთ ხელისუფლებას რომელმაც ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართველების სისხლის გუბეებით, მოკლული ადამიანების სახურავზე შემოლაგებით, 800-ზე მეტი დაპატიმრებული ადამიანით მიულოცა... დილისთვის საკუთარი მოქალაქეების სისხლი გადარეცხეს, სამხედრო აღლუმი და კონცერტი ჩაატარეს, ხოლო ჯალათებს ღირსების ორდენები დაკიდეს, ამ დროს, 2  მიცვალებული ისევ სახურავზე იყო შემოდებული... წლევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი სლოგანით „თავისუფლების სიყვარულით“ გაიმართება, საქართველოს დროშებით არის მოფენილი მთელი საქართველო და თბილისი, სუვერენიტეტი და თავისუფლება არის ჩვენი უმთავრესი ღირებულება, დიახ ღირსებით გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრები, ხოლო ომის და ღალატის პარტიას, ბოროტების სავანეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში არასდროს დავაბრუნებთ!“ - წერს ბოჟაძე ფეისბუქზე.

 

 https://www.facebook.com/profile.php?id=100063574477264

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner