logo_geo
eng_logo
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში 19 ადამიანი დაიღუპა
- +

3 სექტემბერი. 2016. 13:45



სააგენტო „როიტერის" ცნობით,  სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად  უსაფრთხოების ძალების 8 წარმომადგენელი და 11 „ბოევიკი" დაიღუპა.


რამდენიმე დღის წინ  მომხდარ შეტაკებებში, რომლებიც თურქეთ-ირანის საზღვართან, ვანის პროვინციაში მოხდა, „ქურთისტანის მუშათა პარტიის" 27 წევრი და თურქეთის უშიშროების ძალების 7 წარმომადგენელი დაიღუპა.


საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, თურქულმა ავიაციამ ქურთი „ბოევიკების" პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner