სააგენტო „როიტერის" ცნობით, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარი შეტაკებების შედეგად უსაფრთხოების ძალების 8 წარმომადგენელი და 11 „ბოევიკი" დაიღუპა.
რამდენიმე დღის წინ მომხდარ შეტაკებებში, რომლებიც თურქეთ-ირანის საზღვართან, ვანის პროვინციაში მოხდა, „ქურთისტანის მუშათა პარტიის" 27 წევრი და თურქეთის უშიშროების ძალების 7 წარმომადგენელი დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს" ინფორმაციით, თურქულმა ავიაციამ ქურთი „ბოევიკების" პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა.