logo_geo
eng_logo
გიორგი გამსახურდია: არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას, რასაც დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს
- +

25 მაისი. 2023. 14:34

 

 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია აცხადებს, რომ მისი ბიოლოგიური დედა მანანა არჩვაძე-გამსახურდია მის ოჯახს ზიანს აყენებს.

 

გიორგი გამსახურდია მანანა არჩვაძე-გამსახურდიას სარჩელებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ აღნიშნული სარჩელები მისი ძმის, ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის პროცესს აფერხებს.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადზე და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას, რასაც დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს, ამ ჯერზე ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ. ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები, რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას“, - წერს გიორგი გამსახურდია „ტვიტერზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner