„სააკაშვილის მოძღვარი რუსეთის პატრიარქთან მოსკოვში ჩაბრძანებულა. თან პირადი ვიზიტი ყოფილა და რა საინტერესოა, მისმა სულიერმა შვილმა თუ იცის?“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება რუსეთის პატრიარქისთვის ანგელოზის დღის მისალოცად.
„სააკაშვილის მოძღვარი რუსეთის პატრიარქთან მოსკოვში ჩაბრძანებულა... თან პირადი ვიზიტი ყოფილა და რა საინტერესოა, მისმა სულიერმა შვილმა თუ იცის? ალბათ, სააკაშვილის სულის სიმძიმეს რუსეთის პატრიარქის ლოცვა თუ შეამსუბუქებს, თორემ სხვა გზას გამონახავდნენ მისი კეთილისმყოფელები... ცოტა უხერხულია, სულიერი შვილი უკრაინას, მის ავტოკეფალიას უჭერდეს მხარს და სულიერი მოძღვარი რუსეთის პატრიარქს ამბიონზე ეამბორებოდეს... ჩამოყალიბდით, სირცხვილია“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.