logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოს!
- +

3 სექტემბერი. 2016. 13:47



„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იმ მოსაზრებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც ციხეებში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრები „დადგმულია". ინაშვილის თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რა ხდებოდა ციხეებში და ამბობს, რომ ამ პერიოდში გარდაცვლილ პატიმართა 90 პროცენტი წამებით არის მოკლული.



„ასობით პატიმრის ჩვენება, რომლებშიც ისინი წამების ფაქტებზე ლაპარაკობენ, „დადგმულია"?

 

კარანტინის დაშლის კადრებში, რომლებიც მთელმა ქვეყანამ იხილა 2011 წლის სექტემბერში, სისტემური დანაშაული იყო ასახული. სწორედ ამ კადრებმა, რომლებიც დათა აკობიამ გადაიღო, სააკაშვილის რეჟიმი ამხილა და ნაციონალებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.

 

ამის გამო „ნაციონალური მოძრაობა" შურისძიების წყურვილით არის შეპყრობილი. ბოლო 4 წლის განმავლობაში ნაციონალები არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, თითქოს წამების კადრები „დადგმულია", მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ვერც მომავალში გამოუვათ!

 

დიახ, საზოგადოებამ, რომლის დიდმა ნაწილმაც პირადად გამოიარა სააკაშვილის ციხე, კარგად იცის, რა ხდებოდა იქ. 2006-2012 წლებში, ოფიციალური მონაცემებით, 722 პატიმარი გარდაიცვალა და მათი 90 პროცენტი წამებით არის მოკლული! პირდაპირ ვაცხადებ - „ნაცმოძრაობას", რომლის ლიდერებმაც ქვეყანაში წამების ინდუსტრია შექმნეს, პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვას!" - აცხადებს ირმა ინაშვილი.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner