logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ დატერორების გარეშეც შესაძლებელია ქვეყნის მართვა
- +

3 სექტემბერი. 2016. 13:48


 

„ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ ბიზნესის დატერორების და ნულოვანი ტოლერანტობის გარეშე შესაძლებელია ქვეყნის მართვა და განვითარება",- ამ სიტყვებით აფასებს „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებს.

ქადაგიძის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ 2012 წელს  საქართველო დანაშაულის ინდექსით მე-20 ადგილს იკავდებდა, დღეს კი მსოფლიოს 118 ქვეყანას შორის მე-3 ადგილს იკავებს, ევროპულ ქვეყნებს შორის კი - პირველ ადგილს.



„წინასაარჩევნო ციებ-ცხელების გამო, სამწუხაროდ სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, რომელშიც საქართველოს შესახებ გახლავთ საუბარი. ზოგადად ქვეყნის განვითრების და მდგომარეობის შეფასებისათვის საუკეთესო ინდიკატორი, საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების ანგარიშები გახლავთ. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირებულია სიღარიბის მაჩვენებელი, რაც დიდწილად მოქმედი ხელისფლების ეკონომიკური გუნდის დამსახურებაა, ხოლო პროგნოზის თანახმად, 2018 წლისთვის სიღარიბის მაჩვენებელი კიდევ 7 პუნქტით დაიწევს. მეორე მნიშვნელოვანი ანგარიში შეეხება დანაშაულის ინდექსს, კვლევის თანახმად, საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყანას შორის მე-3 ადგილს იკავებს, ევრპულ ქვეყნებს შორის კი პირველ ადგილზე ვართ. შეგახსენებთ, რომ  ანალოგიურ კვლევაში 2012 წელს საქართველო მე-20 ადგილს იკავებდა. აღნიშნული ორი შედეგი გახლავთ იმ რეფორმების დამსახურება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში „ქართული ოცნების" მართველობის დროს გატარდა. „ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ ბიზნესის დატერორების და ნულოვანი ტოლერანტობის გარეშე შესაძლებელია ქვეყნის მართვა და განვითარება. აღნიშნული ანგარიშები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის განვითრებას. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველო არის რეგიონის ლიდერი, რაც მოქმედი სამთავრობო გუნდის მოზომილი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია",- განაცხადა ქადაგიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner