logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: მიკვირს ზოგიერთების, ნაციონალების ცრუ აჟიოტაჟს მხარს რომ უჭერთ და მეტიც, ეხმარებით მათ - პასუხისმგებლობაც გაიზიარეთ, თუ სანქციები მოჰყვება, ან სტატუსს ვერ მივიღებთ
- +

25 მაისი. 2023. 19:51

 

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აზიარებს ნაწყვეტს ვიდეოდან, სადაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადაში ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლის დროს, უკრაინელებს ყირიმის აგრესიის შემდეგ უყვება, რომ საქართველოში ტურიზმის ბუმი სწორედ 2008 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ დაიწყო.

სალუქვაძე ასევე აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას და აღნიშნავს, რომ მისი ეს განცხადება ამჟამინდელი ოპოზიციის ვერსიას აბათილებს.

როგორც სალუქვაძე წერს, უკვირს ზოგიერთების, ნაციონალების ცრუ აჟიოტაჟს მხარს რომ უჭერენ და მათ ეხმარებიან.

რაის გეოპოლიტიკური მოცემულობა?!. მოუსმინეთ სააკაშვილს, რას უყვება უკრაინელებს, ყირიმის ანექსიის შემდეგ: "ჩვენთან ტურიზმის ბუმი დაიწყო 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ. რეალურად მაშინ დაიწყო ტურიზმის ბუმი. ჩვენ მივიღეთ ფილოსოფიური გადაწყვეტილება, ან ჩვენ მუდმივად ვწუწუნებთ, რომ ჩვენი ოკუპაცია მოახდინეს, ჩვენ გვესვრიან, ჩვენ გვჩაგრავენ, ან ჩვენ ვდუმვართ ამ ფაქტებზე და მივდივართ წინ, ორიენტირებულები ვართ მომავალზე, ან თავს ვაჩვენებთ აგრესიის მსხვერპლად. ასეთი მსხვერპლი იმდენია მსოფლიოში, ისინი ყველას მოჰბეზრდა..."
ჰოდა:
1. საკუთარი მომხრეები დააბოლეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე. როცა ასეთი მიდგომა გქონდათ და ტაშფანდური დაიწყეთ მოსკოვში, დასავლეთი რატომ გაიგიჟებდა თავს?
2. მიკვირს ზოგიერთების, ნაციონალების ცრუ აჟიოტაჟს მხარს რომ უჭერთ და მეტიც, ეხმარებით მათ. აკრიტიკეთ მთავრობა, მაგაზე არ ვსაუბრობ. ცრუ აჟიოტაჟის მხარდაჭერაა გაუგებარი, გინდათ შროშების გამო და გინდათ რუსეთთან დაკავშირებით. პასუხისმგებლობაც გაიზიარეთ, თუ სანქციები მოჰყვება, ან სტატუსს ვერ მივიღებთ.

კიდევ ერთ ვიდეოს დავდებ, რომელიც ამჟამინდელი ოპოზიციის ვერსიას გააბათილებს. სააკაშვილს არც უცდია დასავლეთს რაიმე რეაქცია ჰქონოდა ოკუპაციის გამო.”- წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

სალუქვაძე ასევე აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას და აღნიშნავს, რომ მისი ეს განცხადება ამჟამინდელი ოპოზიციის ვერსიას აბათილებს.

სალუქვაძე ასევე აზიარებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას და აღნიშნავს, რომ მისი ეს განცხადება ამჟამინდელი ოპოზიციის ვერსიას აბათილებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner