„რაც შეეხება ახალ გაერთიანებას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინტუიცია არასოდეს მღალატობს და პარტიის დატოვებით, თავის დროზე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე",- ამ სიტყვებით შეაფასა „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" ყოფილმა წევრმა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ „გირჩთან", გიორგი ვაშაძესთან და „ახალ მემარჯვენეებთან" გაერთიანება.
„პარტიაში არსებული გაუგებარი ვითარება ყრილობაზევე შევნიშნე. როგორც ვთქვი, თავი კომკავშირის შეკრებაზე მეგონა. ამ პარტიაში მყოფ ადამიანებს არ სჯერათ იმის, რასაც ამბობენ, ზედმეტად ხელოვნურები არიან. ყველაფერს თითქოს ნაძალადევად აკეთებენ. რაც შეეხება ახალ გაერთიანებას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინტუიცია არასოდეს მღალატობს და პარტიის დატოვებით, თავის დროზე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე",- განაცხადა ნადირაძე-კუზანოვამ.