გიორგი კვირიკაშვილი ისლამ კარიმოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
-
+
3 სექტემბერი. 2016. 13:51
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სამარყანდში გაიმართება. კვირიკაშვილი უკვე უზბეკეთში იმყოფება.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს უზბეკეთის ვიცე-პრემიერი გულუმჟონ იბრაგიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულაზიზ კომოლოვი დახვდნენ.