logo_geo
eng_logo
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს
- +

26 მაისი. 2023. 12:17

 

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სამხედრო ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და 10 რეგიონში გაიმართა. ფიცი ჩაიბარა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა.

 

თბილისში მიმდინარე ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

ფიცის დადების ცერემონიამდე ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner